
ესაია 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას.
ესაია 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 17:7 კონტექსტში
17:5იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება.
17:6დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.
17:7იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას.
17:8აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს.
17:9იმ დღეს უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი გამაგრებული ქალაქები, ისრაელიანთაგან მიტოვებული, და გაუდაბურდება.
პარალელური ადგილები: ესაია 17:7
- მიქა 7:7მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
- ოსეა 6:1წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
- ოსეა 3:5მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.
- ესაია 29:18გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.
- ესაია 29:19ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.
- მსაჯულნი 10:15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
- მსაჯულნი 10:16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
- ნეშტთა შორისა ბ 35:17შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
განაგრძე კითხვა: ესაია 17
სრულად წაიკითხე: ესაია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში