
ესაია 12:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
ესაია 12:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 32 კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი, წინასწარმეტყველება).
ესაია 12:4 კონტექსტში
12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
12:3სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
12:4იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
12:5უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
პარალელური ადგილები: ესაია 12:4
- ფსალმუნები 105:1ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
- ნეშტთა შორისა ა 29:11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
- ფსალმუნები 145:4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
- ფსალმუნები 145:6შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.
- ფსალმუნები 113:1ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
- ფსალმუნები 113:3მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
- ესაია 25:1უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.
- ფსალმუნები 117:1აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო!
განაგრძე კითხვა: ესაია 12
სრულად წაიკითხე: ესაია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში