
ესაია 16:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან გადახმა ხეშბონის ყანები, სიბმას ვენახები; ხალხთა მბრძანებლებმა აკაფეს მისი რჩეული ვაზი, იაყზერამდე, უდაბნოში რომ მიიკლაკნებოდა, მისი გაშლილი რტოები ზღვის გაღმა რომ უწვდენდა.
ესაია 16:8 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 16:8 კონტექსტში
16:6გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი.
16:7ამიტომ ივალალოს მოაბმა, ყველამ ივალალოს მოაბზე. იგლოვეთ კირ-ხარესეთის ტყლაპები, განადგურებულნო!
16:8რადგან გადახმა ხეშბონის ყანები, სიბმას ვენახები; ხალხთა მბრძანებლებმა აკაფეს მისი რჩეული ვაზი, იაყზერამდე, უდაბნოში რომ მიიკლაკნებოდა, მისი გაშლილი რტოები ზღვის გაღმა რომ უწვდენდა.
16:9ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში ჩამწყდარია ჰედადის ძახილი.
16:10ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და ვენახებში აღარ გაისმება სიმღერა და გუგუნი, საწნახლებში ღვინოს აღარ წურავენ; შევწყვიტე ჰედადის ძახილი.
პარალელური ადგილები: ესაია 16:8
- რიცხვთა 32:38ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.
- ესაია 15:4კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა; ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული.
- იერემია 27:6ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.
- იერემია 27:7ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.
- მეფეთა ბ 1:21განგმირულთა სისხლისგან, ვაჟკაცთა გულ-ღვიძლისგან არ ბრუნდებოდა უკან იონათანის მშვილდი; საულის ხმალი ფუჭად არ ბრუნდებოდა!
- იესო ნავეს ძე 13:25მათი იყო იაყზერი, გალაადის ყველა ქალაქი და ყამონელთა ქვეყნის ნახევარი ყაროყერიდან მოკიდებული რაბას ზემოთ,
- რიცხვთა 32:3ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -
- იერემია 48:32იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვამდე აღწევს, იაყზერის ზღვამდე. მძარცველი შეესია შენს ადრეულ ნაყოფს და მოსავალს.
განაგრძე კითხვა: ესაია 16
სრულად წაიკითხე: ესაია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში