
ესაია 18:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
ესაია 18:1 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 18:1 კონტექსტში
18:1ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
18:2ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!
18:3ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!
პარალელური ადგილები: ესაია 18:1
- სოფონია 3:10ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს.
- სოფონია 2:12თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით.
- ეზექიელი 30:4მოვა მახვილი ეგვიპტეზე და სატკივარი ეწევა ქუშს, როცა დაეცემიან დახოცილნი ეგვიპტეში, წაიღებენ მის დოვლათს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.
- ეზექიელი 30:5ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით,
- მათეს სახარება 23:37იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
- ფსალმუნები 91:4თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
- ფსალმუნები 63:7რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.
- ფსალმუნები 17:8შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
განაგრძე კითხვა: ესაია 18
სრულად წაიკითხე: ესაია 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში