
სოფონია 2:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით.
სოფონია 2:12 · საქართველოს საპატრიარქო
სოფონია 2:12 კონტექსტში
2:10ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.
2:11საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.
2:12თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით.
2:13გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით.
2:14ყოველგვარი მხეცების ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედარის კედლები.
პარალელური ადგილები: სოფონია 2:12
- ეზექიელი 30:4მოვა მახვილი ეგვიპტეზე და სატკივარი ეწევა ქუშს, როცა დაეცემიან დახოცილნი ეგვიპტეში, წაიღებენ მის დოვლათს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.
- ეზექიელი 30:9იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოაწია უკვე.
- ესაია 18:1ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
- ესაია 18:7იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ.
- ესაია 20:4ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.
- ესაია 20:5შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა.
- იერემია 46:9ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი!
- იერემია 46:10დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.
განაგრძე კითხვა: სოფონია 2
სრულად წაიკითხე: სოფონია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში