
ფსალმუნი 63:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.
ფსალმუნი 63:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 63:7 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 63:7
- კორინთელთა მიმართ ბ 1:10სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;
- ფსალმუნები 27:9ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
- ფსალმუნები 61:4ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
- ფსალმუნები 54:3რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა.
- ფსალმუნები 54:4აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
- ფსალმუნები 57:1გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
- ფსალმუნები 5:11და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
- მეფეთა ა 17:37თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 63
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 63 · გახსენი ბიბლიის მკითხველში