
ესაია 21:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას.
ესაია 21:16 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 21:16 კონტექსტში
21:14წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს.
21:15რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას.
21:16რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას.
21:17მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი, რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები.
პარალელური ადგილები: ესაია 21:16
- ესაია 16:14ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები.
- ფსალმუნები 120:5ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
- ესაია 60:7კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ.
- ეზექიელი 27:21არაბები და კედარის ყველა მთავარი შენთან ვაჭრობდნენ; სანაცვლოდ ბატკნებს, ცხვრებსა და თხებს გიგზავნიდნენ.
- ქებათა ქება 1:5შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
- შესაქმე 25:13ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,
- იერემია 49:28კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო.
- ესაია 42:11ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ!
განაგრძე კითხვა: ესაია 21
სრულად წაიკითხე: ესაია 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში