გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 30:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 30:5

ყველა სირცხვილს ჭამს იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ გამოადგებათ მათ, ვერც იხსნის, ვერც უშველის, მხოლოდ შეარცხვენს და მოაყივნებს.

ესაია 30:5 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 30:5 კონტექსტში

30:3სირცხვილად ექცევათ მათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში შეფარება - დამცირებად.

30:4რადგან მათი მთავრები ცოყანში არიან და მათმა მოციქულებმა ხანეს მიაღწიეს.

30:5ყველა სირცხვილს ჭამს იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ გამოადგებათ მათ, ვერც იხსნის, ვერც უშველის, მხოლოდ შეარცხვენს და მოაყივნებს.

30:6ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით - თავიანთი განძეულობა იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ.

30:7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.

პარალელური ადგილები: ესაია 30:5

განაგრძე კითხვა: ესაია 30

სრულად წაიკითხე: ესაია 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში