
ესაია 30:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით - თავიანთი განძეულობა იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ.
ესაია 30:6 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 30:6 კონტექსტში
30:4რადგან მათი მთავრები ცოყანში არიან და მათმა მოციქულებმა ხანეს მიაღწიეს.
30:5ყველა სირცხვილს ჭამს იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ გამოადგებათ მათ, ვერც იხსნის, ვერც უშველის, მხოლოდ შეარცხვენს და მოაყივნებს.
30:6ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით - თავიანთი განძეულობა იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ.
30:7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
30:8ახლა წადი და ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ესაია 30:6
- მეორე სთვლისაება 8:15რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
- ესაია 46:1ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!
- ესაია 46:2მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ.
- იერემია 11:4რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
- ოსეა 8:9აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.
- ოსეა 8:10თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.
- მეორე სთვლისაება 4:20აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ.
- რიცხვთა 21:6მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.
განაგრძე კითხვა: ესაია 30
სრულად წაიკითხე: ესაია 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში