
ესაია 32:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ.
ესაია 32:5 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 32:5 კონტექსტში
32:3არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.
32:4თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება.
32:5აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ.
32:6რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.
32:7ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი.
პარალელური ადგილები: ესაია 32:5
- ესაია 5:20ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!
- მალაქია 3:18კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს.
- ფსალმუნები 15:4ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
- იგავესნი 23:6ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
- იგავესნი 23:8შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.
- მეფეთა ა 25:25ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის.
- მეფეთა ა 25:3შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
- მეფეთა ა 25:8წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ.
განაგრძე კითხვა: ესაია 32
სრულად წაიკითხე: ესაია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში