
ფსალმუნი 135:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
ფსალმუნი 135:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 135:15 კონტექსტში
135:13უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
135:14რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
135:15ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
135:16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
135:17ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 135:15
- ფსალმუნები 115:4მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
- ფსალმუნები 115:8მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- მოციქულთა საქმენი 17:29ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
- ესაია 44:9კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან.
- ესაია 44:20ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?
- იერემია 10:3რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
- იერემია 10:11ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.
- აბაკუმი 2:18რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 135
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 135 · გახსენი ბიბლიის მკითხველში