
ესაია 38:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.
ესაია 38:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 38:5 კონტექსტში
38:3უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენ წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
38:4იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი:
38:5წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.
38:6დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს.
38:7ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა:
პარალელური ადგილები: ესაია 38:5
- ფსალმუნები 34:5მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.
- ფსალმუნები 34:6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:15და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
- ფსალმუნები 56:8ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
- ლუკას სახარება 1:13ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
განაგრძე კითხვა: ესაია 38
სრულად წაიკითხე: ესაია 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში