
ფსალმუნი 56:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
ფსალმუნი 56:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 56:8 კონტექსტში
56:6გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
56:7ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
56:8ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
56:9მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 56:8
- ფსალმუნები 39:12მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
- მალაქია 3:16როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.
- ფსალმუნები 126:5ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
- ფსალმუნები 126:6მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
- ფსალმუნები 139:16ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.
- მათეს სახარება 10:30ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
- ფსალმუნები 121:8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 56
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 56 · გახსენი ბიბლიის მკითხველში