
ფსალმუნი 147:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
ფსალმუნი 147:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:3 კონტექსტში
147:1ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
147:2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
147:4დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
147:5დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:3
- ფსალმუნები 34:18ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
- იობი 5:18ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.
- ესაია 61:1სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.
- იერემია 33:6აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს;
- ლუკას სახარება 4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
- ოსეა 6:1წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
- ოსეა 6:2ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.
- ფსალმუნები 51:17შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში