
ესაია 40:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
ესაია 40:14 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 40:14 კონტექსტში
40:12ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?
40:13ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
40:14ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
40:15აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს!
40:16ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ მსხვერპლად!
პარალელური ადგილები: ესაია 40:14
- იობი 21:22განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?
- კოლასელთა მიმართ 2:3რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- კორინთელთა მიმართ ა 12:4ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.
- კორინთელთა მიმართ ა 12:6სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.
განაგრძე კითხვა: ესაია 40
სრულად წაიკითხე: ესაია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში