
იობი 21:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?
იობი 21:22 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:22 კონტექსტში
21:20მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.
21:21რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები უკვე დათვლილია?
21:22განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?
21:23ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;
21:24მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
პარალელური ადგილები: იობი 21:22
- რომაელთა მიმართ 11:34რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?
- კორინთელთა მიმართ ა 2:16რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
- ესაია 40:13ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
- ესაია 40:14ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
- იობი 36:22აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
- ფსალმუნები 82:1ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.
- გამოცხადება 20:1ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
- გამოცხადება 20:3უფსკრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცდუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში