
იობი 23:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
იობი 23:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 23:3 კონტექსტში
23:2დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.
23:3ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
23:4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
23:5გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.
პარალელური ადგილები: იობი 23:3
- იობი 16:21რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.
- იობი 13:3მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
- ესაია 55:7მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
- იობი 31:35ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
- იობი 31:37გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:19რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
განაგრძე კითხვა: იობი 23
სრულად წაიკითხე: იობი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში