
ესაია 44:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
ესაია 44:27 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 44:27 კონტექსტში
44:25რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია.
44:26რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!
44:27რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
44:28რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!
პარალელური ადგილები: ესაია 44:27
- ესაია 42:15გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს.
- იერემია 50:38გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!
- იერემია 51:36ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენ გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს.
- ფსალმუნები 74:15შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
- ესაია 11:15ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.
- ესაია 11:16გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.
- იერემია 51:32ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.
- ესაია 43:16ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში;
განაგრძე კითხვა: ესაია 44
სრულად წაიკითხე: ესაია 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში