
იერემია 51:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.
იერემია 51:32 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:32 კონტექსტში
51:30შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები.
51:31შიკრიკს შიკრიკი მისდევს, მაცნეს მაცნე მისდევს, რომ ამცნოს ბაბილონის მეფეს, რომ აღებულია ქალაქი ყოველის მხრიდან.
51:32ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.
51:33რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული გასალეწად გამზადებული კალოა; ცოტაც და, დადგება მისი მომკის ჟამი.
51:34შემჭამა, დამღეჭა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, ცარიელ ჭურჭლად მაქცია. გადამყლაპა გველეშაპივით, აივსო შიგანი ჩემი ძვირფასეულობით და ამომანთხია.
პარალელური ადგილები: იერემია 51:32
- იერემია 51:30შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები.
- იერემია 50:37მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!
- იერემია 50:38გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!
- ესაია 44:27რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში