
ესაია 56:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი.
ესაია 56:2 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 56:2 კონტექსტში
56:1ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება.
56:2ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი.
56:3ნუ იტყვის უცხოს შვილი, უფალს მიკრული, უფალმა ჩემს ხალხს მომწყვიტაო, და ნუ იტყვის საჭურისი, აჰა, გამხმარი ხე ვარო,
56:4რადგან ამბობს უფალი: საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა,
პარალელური ადგილები: ესაია 56:2
- გამოსვლა 31:13ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენ შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.
- გამოსვლა 31:16დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა;
- ესაია 58:13თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,
- ფსალმუნები 112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
- ეზექიელი 20:12მივეცი შაბათებიც, რომ ჰქონოდათ ნიშნად ჩემსა და თავიანთ შორის, რომ სცოდნოდათ, რომ უფალი ვარ, მათი განმწმედელი.
- ეზექიელი 20:20წმიდად შეინახეთ ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის, და იცოდეთ, რომ მე უფალი ვარ, თქვენი ღმერთი.
- ლუკას სახარება 11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
- გამოსვლა 20:10მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.
განაგრძე კითხვა: ესაია 56
სრულად წაიკითხე: ესაია 56 · გახსენი ბიბლიის მკითხველში