
ლუკას სახარება 1:66 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
ლუკას სახარება 1:66 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 1:66 კონტექსტში
1:64მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს.
1:65შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელ მთიანეთს მოედო ეს ამბავი.
1:66ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
1:67ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
1:68კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:66
- მოციქულთა საქმენი 11:21და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.
- ლუკას სახარება 2:51წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.
- შესაქმე 39:2უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
- ლუკას სახარება 2:19ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათს სიტყვას და გულში იმარხავდა.
- ლუკას სახარება 2:40ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.
- ფსალმუნები 119:11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
- ლუკას სახარება 9:44ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
- მეფეთა ა 2:18სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში