
ფსალმუნი 135:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
ფსალმუნი 135:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 135:16 კონტექსტში
135:14რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
135:15ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
135:16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
135:17ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
135:18მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 135:16
- მათეს სახარება 13:14და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
- მათეს სახარება 13:16ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ.
- ესაია 6:10უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 135
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 135 · გახსენი ბიბლიის მკითხველში