
იერემია 11:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა უფალმა: გამოაცხადე ეს სიტყვები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, უთხარი: გაიგონეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი.
იერემია 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 11:6 კონტექსტში
11:4რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
11:5რათა შესრულდეს ფიცი, რომელიც დავუდევი თქვენს მამა-პაპას, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც დღეს არის.
11:6მითხრა უფალმა: გამოაცხადე ეს სიტყვები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, უთხარი: გაიგონეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი.
11:7რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამა-პაპას, როცა გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, და დღემდეც განუწყვეტლივ გაფრთხილებთ: გაიგონეთ ჩემი ხმა!
11:8მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ მომაპყრეს, ყველა თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა, და მეც მოვაწიე მათზე სიტყვები ამ აღთქმისა, რომლის შესრულება ვუბრძანე მათ და არ შეასრულეს.
პარალელური ადგილები: იერემია 11:6
- რომაელთა მიმართ 2:13რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.
- იაკობის ეპისტოლე 1:22მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
- იოანე 13:17თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას.
- იერემია 3:12წადი და ჩრდილოეთით გასძახე ეს სიტყვები, ამცნე: მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.
- იერემია 19:2გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.
- იერემია 7:2დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
- იერემია 11:2ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და გამოუცხადე იუდას ხალხს და იერუსალიმს.
- იერემია 11:4რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
განაგრძე კითხვა: იერემია 11
სრულად წაიკითხე: იერემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში