
იერემია 13:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იერემია 13:24 კონტექსტში
13:22იტყვი გულში: რატომ მეწია ეს ყველაფერი? - დიდი დანაშაულის გამოა, რომ გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია.
13:23თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას?
13:24გავანიავებ მათ ბზესავით უდაბნოს ქარში.
13:25ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა.
13:26მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,
პარალელური ადგილები: იერემია 13:24
- ფსალმუნები 1:4უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს.
- ლევიანი 26:33მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
- ოსეა 13:3ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
- ეზექიელი 5:2მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები შესრულდება. აიღე მესამედი და დააქუცმაცე მახვილით ქალაქის ირგვლივ. მესამედი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
- ეზექიელი 5:12შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
- იერემია 4:11იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად.
- იერემია 4:12ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.
- ესაია 41:16გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები.
განაგრძე კითხვა: იერემია 13
სრულად წაიკითხე: იერემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში