
იერემია 16:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.
იერემია 16:11 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 16:11 კონტექსტში
16:9რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავაუქმებ ამ ადგილას თქვენს თვალწინ და თქვენს მოსწრებაში - ხმას შვებისას და ხმას მხიარულებისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას.
16:10როცა იქნება და გამოუცხადებ ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას და შეგეკითხებიან: რისთვის გვიპირებს უფალი ამ დიდ უბედურებას? რა დანაშაული გვაქვს, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?
16:11უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.
16:12თქვენ კი თქვენს მამა-პაპას გადააჭარბეთ ბოროტებაში, აჰყოლიხართ ბოროტ გულისთქმას და ყურს არ მიგდებთ.
16:13ამიტომაც გაგაგდებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამა-პაპა იცნობდა, რათა დღედაღამ ემსახუროთ იქ უცხო ღმერთებს, რადგან შეუბრალებელი ვიქნები თქვენ მიმართ.
პარალელური ადგილები: იერემია 16:11
- ფსალმუნები 106:35აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
- ფსალმუნები 106:41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:3რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი.
- იერემია 5:7როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.
- იერემია 5:9როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?
- ნეემია 9:26გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენ წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;
- ნეემია 9:29შეაგონებდი მათ, შენ რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ჯიუტობდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინაშე, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუკი შეასრულებს მათ; ისინი ჯიუტობდნენ, ქედს იფიცხებდნენ და ყურს არ უგდებდნენ.
- ეზექიელი 11:21ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: იერემია 16
სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში