გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 9:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 9:26

გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენ წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;

ნეემია 9:26 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 9:26 კონტექსტში

9:24მოვიდნენ ვაჟები და დაიმკვიდრეს ქვეყანა. შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი - ქანაანეღები, და მათ ხელში ჩაყარე მათი მეფენი, და იმ ქვეყნის ერნი, რათა მათ თავიანთი ნება-სურვილისამებრ მოქცეოდნენ.

9:25დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.

9:26გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენ წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;

9:27შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან.

9:28როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენ წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ.

პარალელური ადგილები: ნეემია 9:26

განაგრძე კითხვა: ნეემია 9

სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში