გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 16:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 16:12

თქვენ კი თქვენს მამა-პაპას გადააჭარბეთ ბოროტებაში, აჰყოლიხართ ბოროტ გულისთქმას და ყურს არ მიგდებთ.

იერემია 16:12 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 16:12 კონტექსტში

16:10როცა იქნება და გამოუცხადებ ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას და შეგეკითხებიან: რისთვის გვიპირებს უფალი ამ დიდ უბედურებას? რა დანაშაული გვაქვს, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?

16:11უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.

16:12თქვენ კი თქვენს მამა-პაპას გადააჭარბეთ ბოროტებაში, აჰყოლიხართ ბოროტ გულისთქმას და ყურს არ მიგდებთ.

16:13ამიტომაც გაგაგდებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამა-პაპა იცნობდა, რათა დღედაღამ ემსახუროთ იქ უცხო ღმერთებს, რადგან შეუბრალებელი ვიქნები თქვენ მიმართ.

16:14აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისრაელიანებიო,

პარალელური ადგილები: იერემია 16:12

განაგრძე კითხვა: იერემია 16

სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში