
იობი 15:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
იობი 15:30 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:30 კონტექსტში
15:28მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.
15:29ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე.
15:30ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
15:31ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
პარალელური ადგილები: იობი 15:30
- იობი 4:9უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.
- იობი 20:26მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, განადგურდება მის კარავში ნატამალი;
- იობი 15:22იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
- იობი 10:21სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,
- იობი 10:22წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს უკუნი.
- მარკოზის სახარება 9:43თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,
- მარკოზის სახარება 9:49რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.
- იუდას ეპისტოლე 1:13ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცდომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში