
იობი 32:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
იობი 32:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 32:18 კონტექსტში
32:16მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,
32:17მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს აზრს.
32:18რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
32:19აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.
32:20ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
პარალელური ადგილები: იობი 32:18
- ფსალმუნები 39:3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
- მოციქულთა საქმენი 4:20არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:13რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:14ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.
- ეზექიელი 3:14სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
- ეზექიელი 3:27მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.
- იერემია 20:9ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
განაგრძე კითხვა: იობი 32
სრულად წაიკითხე: იობი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში