
იერემია 22:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან
იერემია 22:24 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 22:24 კონტექსტში
22:22ყველა შენს მწყემსს ქარი გარეკავს, და შენი მოყვარულნი ტყვეობაში წავლენ. მაშინ შერცხვები და გაწბილდები ყველა შენი უკეთურების გამო.
22:23დამჯდარხარ ლიბანში, დაბუდრებულხარ კედართა შორის! როგორ გასაწყლდები, როცა ტკივილები შეგიპყრობს მშობიარე ქალივით.
22:24თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან
22:25და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს.
22:26გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით.
პარალელური ადგილები: იერემია 22:24
- იერემია 37:1გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.
- ნეშტთა შორისა ა 3:16იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკია.
- ქებათა ქება 8:6დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
- ანგეა 2:23იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- იერემია 22:28ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ?
- მათეს სახარება 1:11იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.
- მათეს სახარება 1:12ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი.
- იერემია 22:6რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი, მაინც უდაბნოდ გაქცევ, მიტოვებულ ქალაქად.
განაგრძე კითხვა: იერემია 22
სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში