
იერემია 22:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით.
იერემია 22:26 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 22:26 კონტექსტში
22:24თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან
22:25და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს.
22:26გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით.
22:27იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან.
22:28ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ?
პარალელური ადგილები: იერემია 22:26
- ესაია 22:17აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის,
- იერემია 15:2თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში.
- იერემია 15:4საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.
- ეზექიელი 19:9ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
- ეზექიელი 19:14გამოვიდა ცეცხლი მისი ზროდან და შეჭამა მისი ნაყოფი, აღარ შერჩა ძლიერი ტოტი - კვერთხად ხელმწიფისა. ეს არის გოდება და დარჩება გოდებად!
- ნეშტთა შორისა ბ 36:9რვა წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
- ნეშტთა შორისა ბ 36:10წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა.
განაგრძე კითხვა: იერემია 22
სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში