
იერემია 27:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ დაიჯერებთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გეუბნებიან: არ დაემორჩილოთო ბაბილონის მეფეს. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
იერემია 27:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:14 კონტექსტში
27:12ციდკიას, იუდას მეფეს, ვუთხარი იგივე სიტყვები, რომ მოიხარეთ-მეთქი ქედი ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ, დაემორჩილეთ მას და მის ხალხს, და ცოცხალი გადარჩებით-მეთქი.
27:13რისთვის უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილება ბაბილონის მეფეს.
27:14ნუ დაიჯერებთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გეუბნებიან: არ დაემორჩილოთო ბაბილონის მეფეს. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
27:15რადგან მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი; ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტყველებთან ერთად.
27:16მღვდლებსა და მთელ ამ ერს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის სახლის ჭურჭელიო. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
პარალელური ადგილები: იერემია 27:14
- იერემია 14:14მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.
- იერემია 23:21მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:13რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:15ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
- იერემია 29:8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენ შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ;
- იერემია 29:9რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 13:6მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა.
- ეზექიელი 13:15კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში