
იერემია 27:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი; ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტყველებთან ერთად.
იერემია 27:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:15 კონტექსტში
27:13რისთვის უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილება ბაბილონის მეფეს.
27:14ნუ დაიჯერებთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გეუბნებიან: არ დაემორჩილოთო ბაბილონის მეფეს. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
27:15რადგან მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი; ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტყველებთან ერთად.
27:16მღვდლებსა და მთელ ამ ერს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის სახლის ჭურჭელიო. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
27:17ნუ დაუჯერებთ მათ, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები დარჩებით. რისთვის უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
პარალელური ადგილები: იერემია 27:15
- იერემია 27:10რადგან მხოლოდ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოშორდეთ თქვენს მიწას, რომ მე განგდევნოთ და დაიღუპოთ.
- იერემია 6:13რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.
- იერემია 6:15განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
- ნეშტთა შორისა ბ 25:16როცა ამას ეუბნებოდა, უთხრა მას მეფემ: რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე. რისთვის უნდა მოაკლევინო თავი? შეწყვიტა წინასწარმეტყველმა და თქვა: ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ასე გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.
- იერემია 14:15ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებაზე: ქადაგებენ ჩემი სახელით, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ, მახვილი და შიმშილობა არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი გაწყდებიან მახვილითა და შიმშილით.
- იერემია 14:16ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.
- მათეს სახარება 24:24რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
- ნეშტთა შორისა ბ 18:17უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში