
იერემია 27:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბაბილონს იქნება წაღებული და იქ დარჩება, ვიდრე არ მოვხედავ მათ, ამბობს უფალი, და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე.
იერემია 27:22 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:22 კონტექსტში
27:20რომლებიც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოაკიმის ძე, იუდასა და იერუსალიმის წარჩინებულებთან ერთად.
27:21რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭლებზე:
27:22ბაბილონს იქნება წაღებული და იქ დარჩება, ვიდრე არ მოვხედავ მათ, ამბობს უფალი, და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე.
პარალელური ადგილები: იერემია 27:22
- იერემია 29:10რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი.
- იერემია 32:5ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო.
- ეზრა 7:19ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის, დაუბრუნე იერუსალიმის ღმერთს.
- ეზრა 1:11ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი სულ ხუთიათას ოთხასი ცალი. ეს ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულნი ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.
- იერემია 25:11გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.
- იერემია 25:12შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.
- იგავესნი 21:30არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
- ეზრა 5:13მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში