
იერემია 29:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი.
იერემია 29:10 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 29:10 კონტექსტში
29:8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენ შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ;
29:9რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.
29:10რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი.
29:11რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.
29:12მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.
პარალელური ადგილები: იერემია 29:10
- ზაქარია 7:5უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის განმავლობაში, განა ჩემთვის მარხულობდით?
- დანიელი 9:2მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისმიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.
- იერემია 24:6თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.
- იერემია 24:7ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ.
- იერემია 27:22ბაბილონს იქნება წაღებული და იქ დარჩება, ვიდრე არ მოვხედავ მათ, ამბობს უფალი, და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე.
- იერემია 32:42რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა სიკეთეს, რაც აღვუთქვი.
- იერემია 32:44ვერცხლით იყიდიან ყანებს, ჩაწერენ წიგნში და დაბეჭდავენ, დაუძახებენ მოწმეებს ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში; რადგან დავაბრუნებ მათ წარტაცებულს, ამბობს უფალი.
- იერემია 25:12შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.
განაგრძე კითხვა: იერემია 29
სრულად წაიკითხე: იერემია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში