
იერემია 32:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა კი, ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილის და შავი ჭირის წყალობით ჩაუვარდაო ხელში ბაბილონის მეფეს.
იერემია 32:36 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 32:36 კონტექსტში
32:34დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.
32:35აშენებდნენ ბაალის გორაკებს ბენ-ჰინომის ველზე, რომ საკუთარი ვაჟები და ასულები შეეწირათ მოლოქისთვის, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, თუ ასეთი სიბილწის ჩადენა შეიძლებოდა იუდას შესაცდენად.
32:36ახლა კი, ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილის და შავი ჭირის წყალობით ჩაუვარდაო ხელში ბაბილონის მეფეს.
32:37აჰა, თავს მოვუყრი მათ ყოველი ქვეყნიდან, სადაც გავრეკე ისინი ჩემი მძვინვარე რისხვითა და დიდი წყრომით; დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ.
პარალელური ადგილები: იერემია 32:36
- იერემია 32:24აჰა, მიწაყრილები შემოადგა ქალაქს მის დასაპყრობად; მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს მიცემული ქალაქი უვარდება ხელში ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას. უკვე ახდა შენი ნათქვამი, თავადაც ხედავ.
- იერემია 32:3სადაც დაამწყვდია იგი იუდას მეფემ, ციდკიამ, ამ სიტყვებით: რატომ ქადაგებ, ასე ამბობსო უფალი, აჰა, ხელში ჩავუგდებო ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო?
- იერემია 32:28ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რომელიც დაიპყრობს მას.
- ეზექიელი 36:31მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.
- ეზექიელი 36:32თქვენი გულისთვის არ აღვიძრები, ამბობს უფაღი ღმერთი; ეს შეიგნეთ! გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო!
- ოსეა 2:14ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო.
- რომაელთა მიმართ 5:20რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
- ესაია 57:17მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მადიოდა თავისი გულის გზით.
განაგრძე კითხვა: იერემია 32
სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში