გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 32:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 32:34

დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.

იერემია 32:34 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 32:34 კონტექსტში

32:32ისრაელიანთა და იუდაელთა ყველა ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად სჩადიოდნენ თავად ისინი, მათი მეფეები, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, ყოველი იუდაელი და იერუსალიმის მცხოვრები.

32:33ზურგი მომაქციეს, არა სახე; ვასწავლიდი მათ, გამუდმებით ვასწავლიდი, მაგრამ არავინ იყო გამგონე, რომ ჭკუა ესწავლათ.

32:34დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.

32:35აშენებდნენ ბაალის გორაკებს ბენ-ჰინომის ველზე, რომ საკუთარი ვაჟები და ასულები შეეწირათ მოლოქისთვის, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, თუ ასეთი სიბილწის ჩადენა შეიძლებოდა იუდას შესაცდენად.

32:36ახლა კი, ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილის და შავი ჭირის წყალობით ჩაუვარდაო ხელში ბაბილონის მეფეს.

პარალელური ადგილები: იერემია 32:34

განაგრძე კითხვა: იერემია 32

სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში