
იერემია 36:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ნეთანიას ძე, შელამიას ძე, ქუშის ძე და შეუთვალეს: აიღე ხელში გრაგნილი, რომელსაც ხალხის გასაგონად კითხულობდი, და მოდი. აიღო ბარუქ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.
იერემია 36:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:14 კონტექსტში
36:12ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი, ელიშამაყ მწერალი, დალაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე, გემარია შაფანის ძე, ციდკია ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
36:13მოახსენა მათ მიქაიამ ყოველი სიტყვა, რაც გაიგონა, როცა ბარუქი წიგნიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
36:14მაშინ გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ნეთანიას ძე, შელამიას ძე, ქუშის ძე და შეუთვალეს: აიღე ხელში გრაგნილი, რომელსაც ხალხის გასაგონად კითხულობდი, და მოდი. აიღო ბარუქ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.
36:15უთხრეს: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. წაიკითხა ბარუქმაც მათ გასაგონად.
პარალელური ადგილები: იერემია 36:14
- იერემია 36:2აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.
- სოფონია 1:1უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი, იუდას მეფის, იოშია ამონის ძის დროს:
- მათეს სახარება 10:28ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.
- ეზექიელი 2:6შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.
- ეზექიელი 2:7უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
- იერემია 41:18გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.
- იერემია 41:1მეშვიდე თვეს იყო, რომ მივიდნენ ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, მეფეთა ნათესავი და მეფის დიდებულები ათი კაცითურთ გედალია ახიკამის ძესთან მიცფას და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში.
- იერემია 41:2წამოიჭრნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მისი თანმხლები ათი კაცი და განგმირეს მახვილით გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა. მოკლეს კაცი, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში