
იერემია 36:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ ბარუქმა: თავად მკარნახობდა ამ სიტყვებს და მეც ვიწერდი წიგნში მელნით.
იერემია 36:18 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:18 კონტექსტში
36:16როცა მოისმინეს ყოველი სიტყვა, შეეშინდათ ერთმანეთის
36:17და უთხრეს ბარუქს: გვითხარი, რატომ ჩაიწერე მისი კარნახით ეს სიტყვები?
36:18უთხრა მათ ბარუქმა: თავად მკარნახობდა ამ სიტყვებს და მეც ვიწერდი წიგნში მელნით.
36:19უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, კაციშვილმა არ გაიგოს თქვენი სამყოფელი!
36:20ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა.
პარალელური ადგილები: იერემია 36:18
- იერემია 36:4უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს.
- იერემია 36:2აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.
- იერემია 43:2მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.
- იერემია 43:3არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ.
- იგავესნი 26:4ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
- იგავესნი 26:5ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში