
იერემია 42:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იტყით: არა, ეგვიპტეში წავალთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც ბუკის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივა, იქ დავრჩებითო,
იერემია 42:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 42:14 კონტექსტში
42:12მოვაფენ წყალობას თქვენზე და შეგიწყალებთ ის და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.
42:13თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, არ დაუჯერებთ უფალს, თქვენს ღმერთს,
42:14იტყით: არა, ეგვიპტეში წავალთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც ბუკის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივა, იქ დავრჩებითო,
42:15მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნაგამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად,
42:16მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით.
პარალელური ადგილები: იერემია 42:14
- იერემია 41:17წავიდნენ და დადგნენ გერუთ-ქიმჰამთან, ბეთლემის მახლობლად, რომ ეგვიპტეში გადასულიყვნენ და
- იერემია 4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
- ესაია 31:1ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან.
- გამოსვლა 16:3უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!
- იერემია 4:21როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?
- რიცხვთა 16:13ნუთუ არა კმარა, რძითა და თაფლით მდინარი ქვეყნიდან რომ ამოგვიყვანე უდაბნოში მოსაკლავად? ახლა გინდა გაგვიბატონდე? ჰო, გაგვიბატონდე კიდეც?
- იერემია 43:7და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.
- გამოსვლა 17:3ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
განაგრძე კითხვა: იერემია 42
სრულად წაიკითხე: იერემია 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში