
იერემია 42:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნაგამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად,
იერემია 42:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 42:15 კონტექსტში
42:13თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, არ დაუჯერებთ უფალს, თქვენს ღმერთს,
42:14იტყით: არა, ეგვიპტეში წავალთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც ბუკის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივა, იქ დავრჩებითო,
42:15მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნაგამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად,
42:16მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით.
42:17ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ.
პარალელური ადგილები: იერემია 42:15
- მეორე სთვლისაება 17:16ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით -
- იერემია 44:12ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან.
- იერემია 44:14არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა.
- იერემია 42:17ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ.
- დანიელი 11:17განიზრახავს მთელი თავისი სამეფოს ძალით და თავისი ერთგულებითურთ გალაშქრებას, და ასეც იზამს. დედაკაცთა ქალაქს მისცემენ ასაოხრებლად; ვერ გაუძლებს, მაგრამ ვერც მას დარჩება.
- შესაქმე 31:21გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
- ლუკას სახარება 9:51ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
განაგრძე კითხვა: იერემია 42
სრულად წაიკითხე: იერემია 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში