
იერემია 42:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუძახა იოხანან კარეახის ძეს, მასთან მყოფ მხედართმთავრებს და მთელ ხალხს დიდიან-პატარიანად,
იერემია 42:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 42:8 კონტექსტში
42:6კარგი იქნება თუ ცუდი, დავუჯერებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვისთანაც ჩვენ გაგზავნით, რომ კეთილს ვეწიოთ. ნამდვილად დავუჯერებთ უფალს, ჩვენ ღმერთს.
42:7გავიდა ათი დღე და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ.
42:8დაუძახა იოხანან კარეახის ძეს, მასთან მყოფ მხედართმთავრებს და მთელ ხალხს დიდიან-პატარიანად,
42:9და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც თქვენ გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე:
42:10თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.
პარალელური ადგილები: იერემია 42:8
- იერემია 42:1მიადგნენ მხედართმთავრები - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,
- იერემია 41:11როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,
- იერემია 41:16წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა მთელი დანარჩომი ხალხი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამაკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები, საჭურისები, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.
- იერემია 40:13მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.
- იერემია 43:2მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.
- იერემია 43:5წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო -
- იერემია 40:8მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები.
განაგრძე კითხვა: იერემია 42
სრულად წაიკითხე: იერემია 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში