
იერემია 49:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომაც დაეცემიან ჭაბუკები მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი გაწყდება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი.
იერემია 49:26 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:26 კონტექსტში
49:24შედრკა დამასკო, ზურგი იბრუნა და გაიქცა, კანკალმა აიტანა, ტკივილმა და კრუნჩხვამ დაუარა მშობირე ქალივით.
49:25როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი მხირული სადგომი!
49:26ამიტომაც დაეცემიან ჭაბუკები მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი გაწყდება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი.
49:27ცეცხლს წავუკიდებ დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს.
49:28კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო.
პარალელური ადგილები: იერემია 49:26
- იერემია 50:30ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი.
- იერემია 11:22ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჰა, დავსჯი მათ, ჭაბუკები მახვილით გაწყდებიან, მათი ვაჟები და ასულები შიმშილით დაიხოცებიან.
- ამოსი 4:10შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 27:27შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს.
- იერემია 51:3ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი!
- იერემია 51:4დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში.
- გლოვა იერემიასი 2:21ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე.
- იერემია 9:21რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში