
იერემია 49:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.
იერემია 49:31 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:31 კონტექსტში
49:29წაიღებენ მათ კარვებსა და ცხვარს, დაიტაცებენ მათ კრეტსაბმელებს, ჭურჭლეულს და აქლემებს. თან მიაყვირებენ: შიშია ირგვლივ!
49:30გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენ წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენ წინააღმდეგ.
49:31ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.
49:32დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.
49:33ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი, უდაბურ ადგილად უკუნისამდე! არ იცხოვრებს იქ კაციშვილი და ადამიანი აღარ დასახლდება.
პარალელური ადგილები: იერემია 49:31
- ეზექიელი 38:11იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები;
- ესაია 47:8ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო.
- მეორე სთვლისაება 33:28დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო; იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი.
- მიქა 7:14დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!
- რიცხვთა 23:9რადგან კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება.
- იერემია 48:11უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სუნი არ შეცვლია.
- ესაია 32:11გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი მოისარტყლეთ.
- ეზექიელი 39:6გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში