
იერემია 49:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.
იერემია 49:32 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:32 კონტექსტში
49:30გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენ წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენ წინააღმდეგ.
49:31ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.
49:32დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.
49:33ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი, უდაბურ ადგილად უკუნისამდე! არ იცხოვრებს იქ კაციშვილი და ადამიანი აღარ დასახლდება.
49:34უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ელამზე იუდას მეფის, ციდკიას მეფობის დასაწყისში.
პარალელური ადგილები: იერემია 49:32
- იერემია 9:26ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი.
- იერემია 25:23დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს,
- ეზექიელი 12:14ყველას, მის გარშემო მყოფს, მის შემწეს და მთელ ლაშქარს გავფანტავ ყველა ქარის მიმართულებით და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
- ეზექიელი 12:15მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა გავაბნევ ხალხებში მათ და ქვეყნებში მიმოვფანტავ.
- იერემია 49:36მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი.
- ეზექიელი 5:10ამიტომ მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას თქვენ შორის და შვილები მამებს შეჭამენ. აღვასრულებ სამართალს თქვენზე და ყველა ქარის მიმართ გავფანტავ თქვენს ნატამალს.
- ეზექიელი 5:12შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
- მეორე სთვლისაება 28:64გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში