გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 49:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 49:35

ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავლეწავ ელამის მშვილდს, მისი ძლიერების დასაბამს;

იერემია 49:35 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 49:35 კონტექსტში

49:33ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი, უდაბურ ადგილად უკუნისამდე! არ იცხოვრებს იქ კაციშვილი და ადამიანი აღარ დასახლდება.

49:34უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ელამზე იუდას მეფის, ციდკიას მეფობის დასაწყისში.

49:35ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავლეწავ ელამის მშვილდს, მისი ძლიერების დასაბამს;

49:36მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი.

49:37შიშის ზარს დავცემ მათ მტრებისა და მესისხლეთა წინაშე; მოვუვლენ უბედურებას, ჩემს ცეცხლოვან რისხვას, ამბობს უფალი. მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე არ მოვუღებ ბოლოს.

პარალელური ადგილები: იერემია 49:35

განაგრძე კითხვა: იერემია 49

სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში