
იერემია 7:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.
იერემია 7:30 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 7:30 კონტექსტში
7:28უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.
7:29თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
7:30რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.
7:31ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.
7:32ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო.
პარალელური ადგილები: იერემია 7:30
- ეზექიელი 7:20მედიდურობდნენ თავიანთ სამკაულთა მშვენებით და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა ხატები შექმნეს; ამიტომ სიბინძურედ გავხდი მას მათთვის.
- იერემია 32:34დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.
- დანიელი 9:27იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.
- ნეშტთა შორისა ბ 33:7დაამკვიდრა კერპი, ქანდაკი, რომელიც გააკეთა, ღვთის სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს, სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს.
- ნეშტთა შორისა ბ 33:4ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი.
- ნეშტთა შორისა ბ 33:5აუგო სამსხვერპლოები ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორთავე ეზოში.
- ეზექიელი 8:5მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან.
- ეზექიელი 8:17მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები.
განაგრძე კითხვა: იერემია 7
სრულად წაიკითხე: იერემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში