
იერემია 9:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას.
იერემია 9:13 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 9:13 კონტექსტში
9:11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
9:12სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს.
9:13ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას.
9:14აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ.
9:15ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,
პარალელური ადგილები: იერემია 9:13
- ნეშტთა შორისა ბ 7:19მაგრამ თუ გამიდგებით და მიატოვვბთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
- იერემია 22:9იტყვიან: იმისთვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღვთის აღთქმა და უცხო ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და მსახაურება.
- ეზრა 9:10ახლა კი, რა უნდა ვთქვათ, ღმერთო, ამის შემდეგ, როცა დავივიწყეთ შენი მცნებები,
- ფსალმუნები 119:53თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
- სოფონია 3:1ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს!
- სოფონია 3:6გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინა მცხოვრები.
- ფსალმუნები 89:30თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
- ფსალმუნები 89:32კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
განაგრძე კითხვა: იერემია 9
სრულად წაიკითხე: იერემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში