
ფსალმუნი 119:53 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
ფსალმუნი 119:53 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:53 კონტექსტში
119:51ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
119:52ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
119:53თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
119:54სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
119:55ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:53
- ეზრა 9:3ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
- ფსალმუნები 119:158ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
- ეზრა 10:6ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.
- ფილიპელთა მიმართ 3:18რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
- იერემია 13:17თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს.
- ფსალმუნები 119:136წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
- ნეემია 13:25დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:21რათა კვლავ მოსვლისას თქვენ წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში