
იობი 1:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.
იობი 1:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მწუხრი).
იობი 1:10 კონტექსტში
1:8უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.
1:9მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?
1:10განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.
1:11აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
1:12უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.
პარალელური ადგილები: იობი 1:10
- ფსალმუნები 34:7დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.
- ზაქარია 2:5მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:5რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
- მეორე სთვლისაება 28:2გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას.
- მეორე სთვლისაება 28:6კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!
- იგავესნი 10:22უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
- იობი 31:25თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
- ზაქარია 2:8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია.
განაგრძე კითხვა: იობი 1
სრულად წაიკითხე: იობი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში